11-04-2022
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, მივმართო ჩვენს შრომისუნარიან, აქტიურ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ინტენსიურად ერთვებიან დასაქმების პროგრამაში, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში 20 000-მდე აპლიკაციაა შემოსული, მათი მზაობა არის დაფიქსირებული და კიდევ უფრო მეტი უნდა შემოვიდეს, ჩვენი მიზანი საბოლოოდ არის ის, რომ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2-3 წლის განმავლობაში ეს მიზნობრივი მაჩვენებელი მიღწევადია.
„200 000 საზოგადოებრივი სამუშაო ადგილი - ეს შეიძლება წელს ვერ მოესწროს, მაგრამ 2-3 წლის განმავლობაში ეს მიზნობრივი მაჩვენებელი არის მიღწევადი, მე ვფიქრობ. წელს დიდი სურვილი გვაქვს, რომ 50 000 ადამიანი დავასაქმოთ. ახლა ვიწყებთ მშენებლობების მასშტაბურ პროექტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრებთან ერთად, სამინისტროების მიხედვით გავივლით ჩვენ იმ პროექტებს, რომლებიც გვაქვს დაგეგმილი და შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი მოთხოვნა გაჩნდება და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ჩავერთოთ ამ პროგრამაში,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.