გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

Condé Nast Traveler -ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას მოამზადებს

11-04-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მაღალრეიტინგული გამოცემის Condé Nast Traveler-ის მწერალს კრის შალკს უმასპინძლა. ტურის ფარგლებში ცნობილი მოგზაური-მწერალი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, კულტურასა და კულინარიას გაეცნო.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კრის შალკი Condé Nast Traveler-ის ბრიტანული რედაქციისთვის ვრცელ სტატიას მოამზადებს, რომელიც ქართველ დიზაინერებს, ქართულ რეწვას, კერამიკას, ტიხრულ მინანქარს, ახალი კონცეფციის მაღაზიებს, კულიანარისა და განთავსების ობიექტებს დაეთმობა.


Condé Nast Traveler-ის ბრიტანულ ვერსიას თვეში 300 ათასზე მეტი მკითხველი ჰყავს. სამოგზაურო გამოცემაში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიის გამოქვეყნება ქვეყნის ცნობადობას გაზრდის დიდ ბრიტანეთში და ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოიზიდვას.


კრის შალკი სტატიებს ასევე ამზადებს ცნობილი გამოცემებისთვის: CNTraveler", "T+L","Design Antology","AD","Telegraph" და "Wallpaper".