გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოკუპირებულ აფხაზეთში ქუთაისის მკვიდრი დააკავეს

20-05-2018

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 32 წლის ა.ნ. დააკავეს. დაკავებული მამაკაცი ქუთაისის მკვიდრია.

დე ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქე 15 მაისს, მდინარე ენგურთან დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებული გალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ერთი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 52 უკანონო დაკავების ფაქტი იყო რეგისტრირებული.

reginfo.ge