გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურამ ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

11-04-2022

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.


პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მ.გ.-მა რარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით და უფლების მიზნით, საქართველოში საწარმო დააფუძნა და კომპანიის სახელზე საბანკო ანგარიშები გახსნა.


ბრალდებულმა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, სოციალურ ქსელში, წინასწარ შექმნილ პლატფორმაზე მართლსაწინააღმდეგო მიზნებისთვის, თითქოს და საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დიდი მოგების მიღების პირობით, რეკლამა განათავსა და ნდობის მოპოვების შემდგომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, 10 000 გირვანქა სტერლინგი (34 064 ლარი) საკუთარი კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა.


ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, დააკონვერტირა საწარმოს საბანკო ანგარიშზე და მიღებული 12 437 აშშ დოლარი (33 240.37 ლარი), საბანკო დაწესებულებიდან ფიქტიური დანიშნულებით გაიტანა და სწრაფი ფულადი გზავნილებით სხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირის სასარგებლოდ გადარიცხა.


7 აპრილს, მიმალვაში მყოფ მ.გ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ემუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.