გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პალდოში რეზერვისტების შეკრება გაიმართა

11-04-2022

ეროვნული გვარდიის საველე-საწვრთნელ ბაზაზე ,,პალდო" მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე კადრირებული ბატალიონის მორიგი გეგმიური შეკრება გაიმართა. რეზერვისტების შეკრებას საჯარო და კერძო სექტორიდან მათი დამსაქმებლები დაესწრნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სტუმრებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლა.


"ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ატაშე, პოლკოვნიკი ჯეიმს ტომპსონი და ODC-ის წარმომადგენელი, მაიორი ზაქ ქასელი დაესწრნენ. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული რეზერვის დამსაქმებლებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს და შეკრების ფარგლებში, რეზერვისტთა მომზადების მიმართულებები გააცნეს.


მოწვეულმა სტუმრებმა ერთი დღე რეზერვისტებთან ერთად გაატარეს. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და რეზერვისტთა საბრძოლო და თეორიულ აქტივობებს დაესწრნენ.


ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, დამსაქმებლებმა „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს." - ნათქვამია ინფორმაციაში.