გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: ღმერთმა დაგვიფაროს რომ ბრძოლა მოგვიწიოს, ვერ მიგვასწრებენ ბრძოლაში ის ხალხი, რომელიც თავის დროზე უბნებში ვერ ჩამოდიოდა შიშით საკუთარი კორპუსებიდან

11-04-2022

ღმერთმა დაგვიფაროს რომ ბრძოლა მოგვიწიოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ყველანი ვიბრძოლებთ და ვერ მიგვასწრებენ ბრძოლაში ის ხალხი, რომელიც თავის დროზე უბნებში ვერ ჩამოდიოდა შიშით საკუთარი კორპუსებიდან - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც kvira.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.

 

საუბარია სტატიაზე, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის დავალებით უკრაინაში მიემგზავრება, ვიზიტის მიზანი კი - საქართველოს ომში ჩათრევაა.

 

მისი თქმით, საქართველო არ ჩაერთვება იმ გეგმაში, რომელიც „ნაცმოძრაობას“ და მის მეგობრებს აქვთ.

 

„საქართველო პირველ რიგში უფრთხილდება თავის უსაფრთხოებას და თითოეული ადამიანის სიცოცხლეს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არ არის ადამიანი, რომელიც ბრძოლაზე უარს აცხადებდეს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელმაც ეს ერთხელ უკვე გააკეთა. ღმერთმა დაგვიფაროს მომავალში, რომ ჩვენ ბრძოლა მოგვიწიოს, ჩვენ ვიბრძოლებთ და ვერ მოგვასწრებენ ის ხალხი, რომლებიც თავის დროზე უბნებში ვერ ჩამოდიოდნენ საკუთარი კორპუსებიდან და მართლა ტვინი ნუ წაიღეს ფსევდო პატრიოტიზმით. კორპუსიდან მე-5-7 სართულებიდან ვერ ჩადიოდნენ თავის უბანში შიშით და ის ხალხი ვერ გვასწავლის ჩვენ ვაჟკაცობას. გაითვალისწინონ ესეც, თუ ბრძოლა მოგვიწია ყველანი ვიბრძოლებთ, მთავარია არ მოგვიწიოს ომში ჩართვა და ამისათვის ვაკეთებთ ყველაფერს. ეს არის მათი გეგემა, ისინი არ უფრთხილდებიან ადამიანის სიცოცხლეს, ისინი უფრთხილდებიან მხოლოდ საკუთარ გეგმებს და ამას არ გავატანინებთ. მარგველაშვილი კი არა, ვინც არ უნდა ჩართონ მათ ამ ბინძურ გეგმაში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.