გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საგამოძიებო სამსახურში სტაჟირება იწყება

11-04-2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებებით.


სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს. სტაჟიორთა მიღება ხორციელდება გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის 30 ვაკანტურ პოზიციაზე.


სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე(www.is.ge)11 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით.


სტაჟიორები შერჩევითი კონკურსის ეტაპების წარმატებით დასრულების შემდგომ, ექვსთვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლების კურსს გაივლიან სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში. სტაჟიორები დეტალურად გაეცნობიან საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ კანონმდებლობას, საგამოძიებო უწყების საქმიანობის ძირითად ამოცანებსა და სამუშაოსსპეციფიკას.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიზანია, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი განათლების მქონე მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა და დასაქმება, რაც სამსახურის ეფექტიან საქმიანობას შეუწყობს ხელს.ხოლო იმპირებისთვის, რომლებსაც სურთ მომავალი საქმიანობა  საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირონ, სტაჟირების პროგრამა პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობაა.