გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მერმა კახაბერის ქუჩაზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა

11-04-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, ქალაქ ონში კახაბერის ქუჩაზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა.

 

2022 წელს ქალაქ ონის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა - რეაბილიტაციის სამუშაოების მე-4 ეტაპი მიმდინარეობს.

 

ონის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება კახაბერის ქუჩას, კეთდება: ღობეები, საფეხმავლო ბილიკები, ლამპიონები, ასევე დამონტაჟდება დეკორატიული განათება, მოეწყობა გამწვანების ზოლი, პროექტი პარალელური ქუჩების მიერთებებსაც მოიცავს.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს ,,იერი" ასრულებს.

 

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. სახელშეკრულებო ღირებულება 844 209 ლარს შეადგენს.

 

ადგილზე, მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.