გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტაშკენტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია გაიმართა

12-04-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიება გამართა.


პრეზენტაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მოაწყო.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას უზბეკეთის 60-ზე მეტი წამყვანი ტურისტული კომპანიისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიების მიზანია უზბეკეთიდან საქართველოში ფორუმების, კონფერნეციებისა და კონგრესების ჩატარების მიზნით დიდი ჯგუფების მოწვევა.


პრეზენტაციის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 15 კომპანიის წარმომადგენლებმა უზბეკ კოლეგებთან საქმიანი შეხვედრები გამართეს.
ღონისძიება უზბეკეთში საქართველოს საელჩოს და უზბეკეთის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.