გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

SOLO - ყველა კომპანიაშია დამალული საგანძური და ლიდერებს შეუძლიათ მისი აღმოჩენა

12-04-2022

SOLO კვლავ აგრძელებს მომხმარებლებისთვის საინტერესო შეხვედრების სერიას და ამჯერად 15 აპრილს, ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ „ლეოინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ ძალიან საინტერესო შეხვედრას, რომლის მიზანია ლიდერული გამოცდილების გაზიარება და იმ სირთულეებზე საუბარი, რომელთა წინაშეც დგანან ლიდერები.SOLO კვლავ აგრძელებს მომხმარებლებისთვის საინტერესო შეხვედრების სერიას და ამჯერად 15 აპრილს, ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ „ლეოინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ ძალიან საინტერესო შეხვედრას, რომლის მიზანია ლიდერული გამოცდილების გაზიარება და იმ სირთულეებზე საუბარი, რომელთა წინაშეც დგანან ლიდერები.


შეხვედრას „ლეოინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი, სამიკოენი გახსნის, რომელიც ნავთობ ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან, Shell-თან, თანამშრომლობის საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს. სამი იმაზე ისაუბრებს, თუ როგორ შეიქმნა Shell-ში ლეომეთოდოლოგიის საშუალებით ე.წ. Trusting Team-ები და რა რეალურ ღირებულებაში ითარგმნა შემდგომში ეს ტრანსპორმაცია ორგანიზაციისთვის.   


შეხვედრის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის მონაწილეები იქნებიან:• ლევანლეფსვერიძე, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი;• ლექსო ალექსიშვილი, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.


შეხვედრის მედიატორი კი იქნება გიორგი ბურჭულაძე, „ლეოინსტიტუტის“ დირექტორი და კომპანია „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი.
„ნებისმიერი ორგანიზაცია ერთგვარ სასიცოცხლო ციკლს გადის, რომელიც გულისხმობს ზრდას, სტაგნაციასა და ვარდნას. გრძელვადიანი წარმატებისთვის კი, ერთადერთი გზა ტრანსფორმაციის უწყვეტ პროცესში გადასვლაა. სწორედ ამ თემატიკაზე და გამორჩეული სპიკერების მონაწილეობით, მოხარული ვართ SOLO მომხმარებლებს  მორიგი შეხვედრა შევთავაზოთ. დამსწრეებს წინ ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია ელით, თემაზე ''ყველა კომპანიაშია დამალული საგანძური და ლიდერებს შეუძლიათ მისი აღმოჩენა“. აღნიშნული შეხვედრა ერთ-ერთია, რომელიც SOLO Lifestyle-ის ფარგლებში, მომხმარებლებს მათი ინტრესების შესწავლის საფუძველზე შევთავაზეთ. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ SOLO მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე.


შეხვედრის დეტალები:ადგილი: ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯი;  ჭავჭავაძისგამზ. №29 დრო: 19:00 სთ


დასწრება უფასოა. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, მოგვწეროთ მეილზე − hobby@solo.ge ან მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს.


დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3O1g8yu


ინფორმაციისთვის, „ლეოინსტიტუტი“ უკვე 40 წელია, NASA-ს, Shell-ის, VISA-ს, Boeing-ის, American Express-ისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ლიდერებს ეხმარება დაიწყონ და დარჩნენ მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესში, იმისათვის რომ მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას საკუთარი კომპანიებისთვის, ვიდრე ამას თავად მოელიან.