ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
მიხეილ ყაველაშვილი: გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი, რომ მოამზადონ საქართველოში სიტუაცია, რათა მოხდეს ხელისუფლების დამხობა

12-04-2022

გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი რომ მოამზადონ საქართველოში სიტუაცია, რათა მოხდეს ხელისუფლების დამხობა, რევოლუციური სცენარის განხილვა, რაც არაერთხელ გვსმენია ერთი წყალწაღებული რადიკალური ოპოზიციური პარტიისგან - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ მანიპულაციებით სურთ რევოლუციური სცენარის განვითარება საქართველოში, რომელიც არ გამოუვათ. ყაველაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის გიგა ბოკერიას, „გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძეს, ხატია დეკანოიძეს, გიგა მაქარაშვილს და „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს ასახელებს.

 

„გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გიგა ბოკერია, “გირჩი” ზურაბ ჯაფარიძე, ხატია დეკანოიძე, სამოქალაქო აქტივისტები მაქარაშვილი, “სირცხვილიას” წევრები და ა.შ. დაიქირავეს უცხოელი ტრენერი, რომ მოამზადონ საქართველოში სიტუაცია იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების დამხობა, გადაყენება, რევოლუციური სცენარის განხილვა, რაც არაერთხელ გვსმენია ერთი, წყალწაღებული რადიკალური ოპოზიციური პარტიისგან. ახლა ერთად აპირებენ ისევ, თითქოს ხალხში არსებობდეს რაიმე განწყობა ისეთი და ამ მანიპულაციებით სურთ რევოლუციური სცენარის განვითარება საქართველოში, რომელიც არ გამოუვათ“ - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.