გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბათუმში თევზაობისას 3 ადამიანი დაშავდა

21-05-2018

ბათუმში, ანგისის დასახლებაში თევზაობის დროს სამი ადამიანი დაშავდა. 
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო, რასაც აფეთქება მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად ყველაზე მძიმედ 14 წლის ბავშვი დაშავდა, რომელსაც სხეულის 95%-იანი დამწვრობა აღენიშნება. ასევე დაშავებულია 15 წლის მოზარდი და 58 წლის მამაკაცი.
ისინი თბილისის დამწვობის ცენტრში მკურნალობენ.
„კლინიკაში მოყვანილ იქნა სამი პაციენტი 58 წლის მამაკაცი და 14 და 15 წლის მოზარდები. სამივე მათგანი მოთავსებულია რეანიაციულ განყოფილებაში და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. განსაკუთრებით მძიმეა 14 წლის მოზარდის ჯანმერთელობის მდგომრეობა“- განაცხადა ექიმმა.