გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტყიბულში მრავალ ბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13-04-2022

ტყიბულის შემოსასვლელში, მრავალ სართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო.


პროექტი, ტყვარჩელის ქუჩაზე ოთხი საცხოვრებელი კორპუსის (N24, N26, N 32, N 34) ფასადის სრულ განახლებას ითვალისწინებს, რომლის ღირებულება 736 162 ლარს შეადგენს.


სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, პირველ მოადგილესთან, გიორგი ლომთაძესთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურთან ერთად გაეცნო და მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე გაესაუბრა.


ფასადების რეაბილიტაციას, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა „ბარსონბილდსი“ ახორციელებს.


სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.


პარალელურად, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის სარდაფებში წყლის დაგროვების პრობლემის მოგვარებისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება.