25-11-2017
სოფელ ოკამთან 2 სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 10-მდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებულთა შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც. დაშავებულები გორის, კასპის და მცხეთის სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს. კლინიკა „გორმედში“ მსუბუქი დაზიანებებით 3 მოზარდი და 2 ზრდასრული გადაიყვანეს, რომლებიც მკურნალობის შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. პაციენტები გაწერეს კასპის საავადმყოფოდანაც.
წყარო: inforustavi