გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"მანქანა ამოტრიალდა, მდინარეში გადავეშვით, გიორგი მეძახდა - ნუ გეშინია, გადავრჩიო, მაგრამ..."

21-05-2018

რამდენიმე დღის წინ თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასული გიორგი ძნელაძე ავტოკატასტროფას შეეწირა. 22 წლის ახალგაზრდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერიდან იყო.

აი, რას წერს "ფეისბუკში" მის შესახებ თანაკლასელი სალომე ზაქარეიშვილი: "მე ყველაზე ალალი, წესიერი, პატიოსანი და უბოროტო მეგობარი მყავდა. პირველ კლასში რომ ერთ მერხზე დაგვსვეს, იმის მერე 12 წელი ერთად ვიყავით. ის ყველაზე ყურადღებიანი ბიჭი იყო მთელ კლასში. სკოლის დამთავრების შემდეგაც სულ მეხმინებოდა, - აბა, სალო, როგორ ხარო. ძალიან დამაკლდება… არ ვიცი,

გიორგისავით აწი ვინმეს თუ გავახსენდები. ბოლო ზარზე ვერ ვუპასუხე, - ალბათ თურქეთში წასვლის წინ დამშვიდობება უნდოდა, მე კი ვერ დავემშვიდობე. გული მტკივა... ეს ტკივილი მთელი სიცოცხლე გამყვება". 

გიორგი ძნელაძეს მშობლიურ სოფელში სამშაბათს დაკრძალავენ. გიორგი თურქეთში სამუშაოდ ოჯახ

ის - მშობლებისა და ერთადერთი ძმის დასახმარებლად იყო წასული. ის იქ თანასოფლელებთან: კობა ძნელაძესა და გია ზაქარეიშვილთან ერთად გაემგზავრა. 

ისინიც იმ საბედისწერო მანქანაში იყვნენ, საბედნიეროდ, ორივე დაღუპვას სასწაულებრივად გადაურჩა. თუმცაღა, გია ზაქარეიშვილი სამშობლოში კიდურების მოტეხილობით დაბრუნდა. 

გია ზაქარეიშვილი: - ისე, როგორც მთელი საქართველოდან, ჩვენი სოფლიდანაც ბევრი დადის თურქეთში სამუშაოდ. მე და კობაც რამდენიმე სეზონზე ვიყავით სამუშაოდ წასული და ამიტომ გვთხოვა გიორგიმ, ამ ჯერზე მეც წამიყვანეთო... გიორგი ისეთი შრომისმოყვარე იყო, ლუკმაპური ნამდვილად არ აკლდა, მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არ არის საქმე, - ჩვენს ბიჭებს დღეს ბევრი რამ აკლიათ, რომ თავი ადამიანებად იგრძნონ. მართალია, თურქეთში ჩაის კრეფაში ბევრს ვერ იშოვი, დიდი-დიდი 1500 ლარი გამოიმუშაო თვეში, მაგრამ ჩვენთვის ესეც საქმეა. საზღვრიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელში ვმუშაობდით, სულ 5 დღე ვიმუშავეთ და გიორგის თავი არ დაუზოგავს. დღის ბოლოს მოკრეფილი ჩაი პლანტაციის მეპატრონეებს ასაწონად, დაქირავებულ მუშებთან ერთად მიაქვთ. საღამოს ჩვენი ჩაის ტომრები მანქანაში ჩავაწყვეთ და გავყევით. საჭესთან თურქი მეპატრონე დაჯდა, რომელმაც ავტომანქანა დაღმართზე "ხალასტოით" დააგორა.

- ეს რას ნიშნავს, ანუ არ დაქოქა და საწვავი დაზოგა?
- დიახ. რომ დავინახე რას აკეთებდა, მაშინვე ვუთხარი, - მანქანას რატომ არ ქოქავ, აქ ამის გაკეთება არ შეიძლება-მეთქი. მან კი ჩხუბი დამიწყო. ქართული იცოდა და აყვირდა, - შენ მასწავლი მე მანქანის ტარებასო! 60 წლის კაცი იყო და გავჩუმდი, ისედაც რა აზრი ჰქონდა, მანქანას მაინც არ დაქოქავდა! ქოქვა დაღმართის ჩათავებამადე დაიწყო, არ ვიცი, რა გააკეთა, მაგრამ მანქანა ტრასის გვერდით აღმართზე ისე აფრინდა, რომ ხეებს გადავუარეთ თავზე. ამას კარგად ვერ ავღწერ: ვიფიქრე, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი, უცებ მანქანა ამოტრიალდა და მდინარეში გადავეშვით. გონს რომ მოვედი, დავინახე, მანქანა მდინარის ლოდზე ზურგით იყო დავარდნილი, ყველანი ცოცხლები ვიყავით. გიორგი წყალში იდგა და მეძახდა - ნუ გეშინია, გადავრჩი, თქვენ თავს მიხედეთ და მე ჩემით ამოვალ წყლიდანო... 

- ე.ი. გიორგი ავტოკატასტროფას ცოცხალი გადაურჩა. აბა, მერე რა მოხდა?

- წყლიდან რომ ამოვედით, იქვე ჩაიკეცა. საავადმყოფოში გვითხრეს, თუ სასწრაფოდ ოპერაციას არ გავუკეთებთ, ვერ გადარჩებაო, რადგან მუცლის არეში ყველაფერი დაზიანებული ჰქონდა. ვარდნისას მანქანის კარი გაღებულა და ჯერ ხიდის მოაჯირზე დაცემულა, მერე მდინარეში ჩავარდნილა. ეტყობა, მოაჯირს ისე დაეცა, რომ ორგანიზმი დაუზიანდა. არადა, ძლიერი ბიჭი იყო, დიდი ტკივილია მისი დაკარგვა...