გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ყოველთვის, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები ცდილობენ ფაქტების მანიპულირებითა და სიცრუით წარმოადგინონ ცალკეული საკითხები

13-04-2022

„ანგარიში არის მითითება და არა დარღვევის ფაქტები, ოღონდ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან მაგალითად, სახალხო დამცველის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე. მაგალითად ანგარიშში არსად არ წერია, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, თუმცა აღნიშნულია რომ მას ასეთად ოპოზიცია მიიჩნევს. ამის შესახებ კი, ოპოზიციური არხები ტრადიციულად ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიური ანგარიშის შესახებ.

 

 “ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში სხვადასხვა სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო დოკუმენტი გახლავთ. როგორც ყოველთვის, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები ცდილობენ ფაქტების მანიპულირებითა და სიცრუით წარმოადგინონ ცალკეული საკითხები.

 

ანგარიში არის მითითება და არა დარღვევის ფაქტები, ოღონდ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან მაგალითად, სახალხო დამცველის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე.

 

მაგალითად ანგარიშში არსად არ წერია, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, თუმცა აღნიშნულია რომ მას ასეთად ოპოზიცია მიიჩნევს. ამის შესახებ კი, ოპოზიციური არხები ტრადიციულად ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას.

 

სხვათა შორის ანგარიშში, მკაფიოდ არის ხაზგასმული სააკაშვილის დანაშაულები, რომელთაგან ნაწილზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, ხოლო ნაწილზე სამართალწარმოება მიმდინარეობს. ყველა საკითხზე, რაზეც ანგარიშში აღნიშნული, საზოგადოება არის სრულად ინფორმირებული. ეს საკითხები შეფასებულიციაა, და პოლიტიკური და სამართლებრივი დასკვნებიც გამოტანილია. ცხადია, ანგარიშში ასევე გვხდება, როგორც პოზიტიური ტენდენციების ამსახველ ნაწილები, ასევე კრიტიკულიც. და ბოლოს უმრავლეს შემთხვევებში, მიუხედავად ოპოზიციის, მათი ტელევიზიებისა და სახალხო დამცველის დაუოკებელი სურვილისა რამენაირად საქართველო, მხილებული ყოფილიყო ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.