გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები ბაქოში იმყოფებოდნენ

13-04-2022

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში იმყოფებოდნენ.


სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის ვეტერინარიის კვლევით ინსტიტუტში, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ქართველი სპეციალისტები ვეტერინარიის კვლევით ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.


შეხვედრა გაიმართა ვეტერინარიის კვლევით ინსტიტუტის დირექტორთან სიალა რუსტამოვთან, სადაც მხარეებმა ცხოველთა ინფექციური და არაინფექციური დაავადებების კვლევის მეთოდებზე ისაუბრეს. ქართველმა სპეციალისტებმა ინსტიტუტის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვალიერეს.


აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ვეტერინარიის კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებმა გასულ წელს გადამზადების კურსი საქართველოში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიარეს, სადაც სეროლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით არსებული კვლევის მეთოდები შეისწავლეს.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს არაერთი ქვეყნის წამყვან ლაბორატორიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება.