გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გენადი არველაძე: სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაცია ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური დაახლოების პროცესს

13-04-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო / ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად" ოფიციალურ გახსნაში. პროექტი მიზნად ისახავს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროებში საქართველოს საკანონმდებლო ბაზის დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან, აგრეთვე სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, რომელიც მის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს და სერვისების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის.


„სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროებში საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაცია და ადგილობრივი სისტემის ინსტიტუციური განვითარება ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური დაახლოების პროცესს. აღნიშნული სისტემის გამართული საქმიანობა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, ის დაეხმარება სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებასა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაში, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის იმ მომსახურებათა რაოდენობას, რომელთა გაწევაც სააგენტოს შეეძლება. დაძმობილების პროექტი, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა, საქართველოს დაეხმარება DCFTA - ის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) მოთხოვნების შესრულებაში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


თავის გამოსვლაში, გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დაძმობილების პროექტი გააძლიერებს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს როგორც ინსტიტუციურად, ასევე კომპეტენციის ამაღლების მიმართულებით და ხელს შეუწყობს საქართველოში მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სერვისების განვითარებას.


პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მომდევნო 24 თვის განმავლობაში იტალიის მეტროლოგიის ინსტიტუტი, იტალიის სტანდარტიზაციის ორგანო, ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაცია მხარდაჭერას აღმოუჩენენ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული უწყების ადმინისტრაციული, ადამიანური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით DCFTA - ის მოთხოვნების განხორციელებაში.


პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს გენერალური დირექტორი დავით ტყემალაძე, ევროკავშირის დელეგაციის კორპორაციების დპარტამენტის უფროსი სიგრიდ ბრეთელი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და სხვ.