გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია გაბრიჭიძე: ზუსტი სვლები ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“ რითაც ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ წრეების არც თუ ისე თბილი დამოკიდებულება

13-04-2022

„სტეფანჩუკი და უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით, გამოვიდა ნაცების მხრიდან მიწოდებული ცრუ ინფორმაციების გავლენიდან, რამაც გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების შეშფოთების გაზიარება და ჩვენთვის მიუღებელი ტონის შეცვლა“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

 

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარე სტეფანჩუკთან გუშინდელი ინტერვიუ ბევრმა უღიმღამოდ აღიქვა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ მრავლისმთქმელი და მნიშვნელოვანი იყო. პირველი და უმთავრესი იყო ის, რომ სტეფანჩუკი და უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით, გამოვიდა ნაცების მხრიდან მიწოდებული ცრუ ინფორმაციების გავლენიდან, რამაც გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების შეშფოთების გაზიარება და ჩვენთვის მიუღებელი ტონის შეცვლა.

 

ამ ყველაფრის შემდეგ სრულიად გამართლებული და პოზიტიურია საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ჩასვლა, რაც ფაქტობრივად დაანონსდა. აქ შეიძლება მოვიყვანო გერმანიის მაგალითი, როდესაც გერმანელი მაღალჩინოსნების ვიზიტთან დაკავშირებით უკრაინის მხარემ პირდაპირ აჩვენა მათი ჩასვლის მიუღებლობა.

 

მართლაც ზუსტი სვლები ჩაატარა "ქართულმა ოცნებამ" რითაც ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ წრეებში არსებული არც თუ ისე თბილი დამოკიდებულება“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.