გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოფელ ციხისძირში ცხოველთა სასაკლაოდან ნარჩენები მდინარე ქსანსა და ბუნებაში იყრება

21-05-2018

მცხეთა-მთიანეთის სოფელ ციხისძირში, მდინარე ქსანში სასაკალაოებიდან ცხოველთა ნარჩენები იყრება, სუნისა და დაბინძურებული წყლის გამო, მდინარესთან ადამიანები აღარ ჩადიან. დაკლული ცხოველების სისხლი მილიდან მიწაზე გამოდის, საიდანაც მდინარეში ხვდება. ფეკალიების მთა კი სასაკლაოსთან ახლოს მდებარეობს.

ციხისძირის სასაკლაოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ცხოველების სისხლი მდინარეში მოხვედრამდე, ე.წ. სეპტიკებში ილექება, იფილტრება და ქსანში მართალია შეფერილი, მაგრამ უსაფრთხო სითხე ჩადის. 

უფრო მეტი ინფორმაციის მიღებისას, "იმედის კვირის" ჟურნალისტებს სასაკლაოს დატოვება მოსთხოვეს და შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი უთხრეს.

სასაკლაოსთან ახლოს მოსახლეობა ცხოვრობს, მდინარეში კი მეთევზეები თევზაობენ. სასაკლაოსთან ახლოს, ბუნებაში, ჟურნალისტებმა ცხოველთა ნარჩენებიც იპოვეს.

imedinews.ge