გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს

14-04-2022

14 აპრილი დედაენის დღეა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დედაენის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

 

მიხეილ ჩხენკელი: „ზუსტად 44 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველი. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს გახლდათ უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას წინ აღუდგნენ და არ დაუშვეს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვა.

 

დღეს უკვე თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას. ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქართული ენის შესწავლის კუთხით ჩვენი თანამოქალაქეების, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსი და  ქართული, როგორც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ენა ღირსეულად წარმოვაჩინოთ მთელს მსოფლიოში.“