21-05-2018
გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დააბინძურა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა.
გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.
გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.