გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პოლიციამ, 2 აპრილს თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, კიდევ 1 პირი დააკავა

14-04-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბლისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში მომხდარი 2 პირის მკვლელობის და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ 1 პირი - 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.


შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისში მომხდარ მკვლელობის და დაჭრის ფაქტს თანმხლებ პირებთან ერთად შეესწრო, თუმცა სამართალდამცველებს აღნიშნული დანაშაულების შესახებ არ შეატყობინა, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 9 პირი დააკავა.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.