გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სარფში ეკლესიის გვერდით კაზინოს ფუნქციონირებას აპროტესტებენ

21-05-2018

"არა კაზინოს"-ამ ლოზუნგით სარფში საპროტეტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ეკლესიის გვერდით სამორინეს ფუნქციონირებას აპროტესტებენ და მის ნაცვლად ახალგაზრდული გამაჯანსაღებელი ცენტრის გახსნას. აქციის მონაწილეები შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

"დაუშვებელია ეკლესიის გვერდით ეშმაკის სახლის არსებობა,"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სამორინესთან რამდენიმე ადამიანიც მივიდა, რომლებმაც აქციას მართული უწოდეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათი ოჯახის წევრები სამორინეში არიან დასაქმებული და მათთვის მიუღებელია აქციის მონაწილეთა მოთხოვნა.

თავდაპირველად სამორინეს გახსნა სასულიერო პირებმა გააპროტესტეს. ბოლოს აქცია ორი დღის წინ გაიმართა. დღევანდელი აქციის მონაწილეები პერმანენტული პროტესტით იმუქრებიან.

imedinews.ge