გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე,სამი პირი დააკავეს

14-04-2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სამიპირი დააკავეს.


გამოძიებითდადგინდა, რომ ქ. თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი, კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით - 4 443 433 ლარის შემოსავლის მიღება, რითაც სახელმწიფოს 978 004 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.


საბაჟო საწყობის კომპანიის ხელმძღვანელი პირები, კომპანიის კუთვნილ არასაბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულუ აქციზო სიგარეტს. მათვე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, სარეალიზაციოდ გაამზადეს 30 637 ლარის საბაჟო (184 131 ლარის საბაზრო) ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რაც საგამოძიებო სამსახურის მიერ მყისიერად იქნა ამოღებული.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ემუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილითდა(18) 214-ემუხლისმე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილე იურიდიული პირიც.