გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბათუმის №6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

14-04-2022

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახლად აშენებული კორპუსი აჭარის განათლების მინისტრთან ერთად დაათვალიერა და მოსწავლეებს დედაენის დღე მიულოცა.


ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში განხორციელდა.


პროექტის ფარგლებში აშენდა სამ სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც 570 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში განთავსდა ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად არის ადაპტირებული. წელს სკოლის ეზოს კეთილმოწყობისა და ძველი შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება.


2022 წელს ბათუმში 5 საჯარო სკოლის მშენებლობა განხორციელდება, 10 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.