გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თსუ-ში ქართული ენის დღე აღინიშნა

14-04-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღე აღინიშნა. ღონისძიებაზე ქართული ენის სწავლსა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები: პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, აშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოში აშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერჰარისი, საქართველოში აშშ საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი უნივერსიტეტის ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.

 

ონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის,  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.

 

 

ყველაფერი რაც უკავშირდება 14 აპრილს, რა თქმა უნდა, უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც. ის რაც მოხდა 1978 წელს უნივერსიტეტში იყო ეროვნული კონსოლიდაცია. მაშინ გაერთიანდა ყველა: სტუდენტობა, პროფესურა, მწერლები, მთელი საზოგადოება იდგა ერთად და ეს იყო ყველაზე მძლავრი მანიფესტაცია, რომელიც დამთავრდა გამარჯვებით.

 

ჩვენ გადავარჩინეთ არა მხოლოდ ქართული ენა საქართველოსთვის, არამედ ოფიციალური სტატუსი შეუნარჩუნდა სხვა ენებსაც: 75-ე ყბადაღებული მუხლი უკვე სხვანაირად ჟღერდა სომხებისთვის, აზერბაიჯანელებისთვის, ლიტველებისთვის, სტონელებისთვის, ლატვიელებისთვის. ეს იყო პირველი შემთხვევა, რამაც შემოიტანა გამარჯვების მუხი და მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

 

ნის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, საპროტესტო ტალღამ, რომელიც თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიწყო, გამოხატა ქართველი ერის ნება და  ხელი შეუწყო ქვეყნის თავისუფლებას: „მაშინ პირველად შეიგრძნო ჩვენმა მოსახლეობამ თავისუფლების და იმპერიასთან დაპირისპირების ფასი, რაცშემდგომ გავრცელდა, უფრო განვიარდა და 1991 წელს თავისუფლების მოპოვებით დასრულდა.“

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ენის დაცვისა და   განვითარებაში სამეცნიერო და კვლევითი მიმართულების გაძლიერების  მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ენა ცოცხალი ორგანიზმია, მას განვითარება სჭირდება და ამ განვითარებაში სამეცნიერო და კვლევითი მიმართულების გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უნდა ითქვას,რომ  ძალიან აქტიურია ჩვენი სამეცნიერო სივრცის დაინტერესება ამ თემით. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე უმჯობესდება 1+4  პროგრამაში მონაწილეების ცოდნისა და ინტეგრირების დონის პროცესი უმაღლეს საგანამანთლებლო სივრცეში,“- აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ჯაბა სამუშიამ ქართულისა და აფხაზურის დაცვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსზე ისაუბრა.  მისი თქმით, ახალი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება  ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის პროგრამის კოორდინატორი რაიან შერმანი ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ქართულ ენაზე მიესალმა: „მიხარია რომ შემოგიერთდით ქართველებისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც ასახავს მომენტს, როდესაც რუსეთის აგრესიასა და ძალას წინ დაუდგა ქართველი ერი. ჩვენ ვაფასებთ ამ სიძლიერეს, რაც თქვენ ისტორიულად აჩვენეთ. ჩვენ ვსწავლობთ ქართულ ენას,  მადლობა  თბილი სიტყვებისა და საჩუქრებისთვის.“

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ „1+4“ პროგრამის სტუდენტებიც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ესეების კონკურსში „ჩემი სახელმწიფო ენა- ქართული“. სტუდენტმა ლალა მუსტაფაევამ იმედი გამოთქვა, რომ სააუდიტორიო სწავლება უფრო შეუწყობს ხელს მისი ქართულის დახვეწას და ინტეგრაციის პროცესს. „გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1+4 პროგრამაზე ჩავაბარე, ძალიან მინდა გავხდე ადვოკატი და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    იურიდიულ ფაკულტეტზე ვაგრძელო,“- აღნიშნა ლალა მუსტაფაევამ.

 

14 აპრილისადმი მიძღვნილ „ქართული ენის ფესტივალზე“ დაჯილდოვდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებულები.  აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში სამი კონკურსი იყო გამოცხადებული: 1. შეცვალე ჟანრი - შექმენი კომიქსი ანუ გრაფიკული წიგნი, 2. სიუჟეტების მომზადება ენობრივი ნორმების შესახებ, 3. არაქართულენოვანი სკოლების ქართულიენის მასწავლებელთა გამოვლენა.

 

ღონისძიებაზე მოეწყო ქართული შრიფტის, ასევე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცემული ლექსიკონების, ანბანის, ქართველი მწერლების ნაწარმოებების გამოფენა.

 

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული უკავშირდება 1978 წლის 14 აპრილს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. სტუდენტების, პროფესორების, ქართული საზოგადოების საპროტესტო აქცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო გამარჯვებით დასრულდა - ქართულმა ენამ კვლავ შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი.