გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია: ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

14-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ,  „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით არსებული შედეგები შეაჯამა და მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.


მინისტრმა ყურადღება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილა და აღნიშნა რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად მიმდინარეობს.  2015 წლიდან, სურსათის უვნებლობის,  ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობას 150-მდე  მეტი  სამართლებრივი აქტი დაუახლოვდა.


„სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ის მთავარი პრიორიტეტია, რომელიც უზრუნველყოფს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის ზრდას ევროკავშირის და  სხვა ბაზრებზე.  ბოლო წლებში  გადადგმული ნაბიჯების შედეგად, სამივე მიმართულებით გვაქვს ხელშესახები შედეგი. გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესი, მომხმარებლის ინტერესების დაცვისთვის ინერგება ახალი რეგულაციები და უვნებლობის თანამედროვე სტანდარტები წარმოებებში. ამის პარალელურად, პარტნიორი და  დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობები, რამაც ხელი შეუწყო რეგიონებში  სააგენტოს მომსახურებების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ გამოსვლისას.