გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ს შეადგენს

14-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად განვითარებაა.


2012 - 2021 წლებში, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა თითქმის 300 000 ჰა-ით და 2021 წლის მდგომარეობით შეადგენს დაახლოებით 800 000 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ია. 2012-2021 წლებში შეიქმნა 31 ახალი და გაფართოვდა 3 დაცული ტერიტორია. დღეს, საქართველოში, 5 სხვადასხვა კატეგორიის 94 დაცული ტერიტორიაა. 


„საქართველო გამორჩეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნებით და ლანდშაფტებით.  ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება და მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ბოლო წლებში ჩვენ ვაჩვენეთ მნიშვნელოვანი პროგრესი ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და არსებულის გაფართოების მიმართულებით, რაც მომდევნო წლებშიც აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას, მათ შორის, წელს, ჩვენი გეგმაა, შეიქმნას რაჭის და შიდა ქართლის დაცული ტერიტორიები. ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, კვლევები ჩატარდება გურიაში, სვანეთში, სამეგრელოსა და აჭარაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.


2012-2021 წლები, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო კონსერვაციული და რეინტროდუქციის პროექტების მიმართულებით. ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF)-ის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს ჯეირნების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე - მათი რაოდენობა უწყვეტად იზრდება და 2021 წლის მდგომარეობით 200 ინდივიდს შეადგენს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წარმატებით დაინერგა აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტელემეტრიული მონიტორინგი. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის მიერ ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF),  კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე,  2021 წელს დაფიქსირდა ლეოპარდის (ჯიქის) ეგზემპლარი, უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში პირველად.  თუშეთის და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე დაიწყო ლეოპარდის კვლევა.


დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2012-2021 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და არსებულის განახლება. 2021 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების მართვას დაქვემდებარებული 21 ტერიტორიული ადმინისტრაციიდან დაცული ტერიტორიების მართვას მენეჯმენტის გეგმით ახორციელებს 14 ადმინისტრაცია. მიმდინარეობს მუშაობა 7 დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციისთვის მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაზე.


დაცული ტერიტორიების დაცვა-მონიტორინგისა და პატრულირების გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, კერძოდ, 12 დაცულ ტერიტორიაზე ინერგება SMART პატრულირების თანამედროვე სისტემა.