გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლანჩხუთში დედაენის დღე აღინიშნა

14-04-2022

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ლანჩხუთის ვ. ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.


ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე და მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ია ჩხაიძე დაესწრნენ.


1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.