გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჭიათურის მაღაროში დაშავებული მუშა, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

21-05-2018

ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში დაშავებული 32 წლის ალექსანდრე დეკანოიძე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მკურნალმა ექიმმა კობა გელაშვილმა განუცხადა. 
ექიმის ინფორმაციით, დაშავებული ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მას გუშინ გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გაცილებით დადებითი სურათია, მას ამ დროისთვის ხერხემალზე გამოკვლევები ესაჭიროება. 
შემთხვევა ჭიათურის კოროხნალის მაღაროში გუშინ მოხდა, რა დროსაც ქვა ჩამოვარდა და მუშას დაეცა. ის გუშინ ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე შს სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"