გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახა ოქრიაშვილი: „ღალატის პარტია“ პარანოიდალურ მდგომარეობაში გადავიდა - ორ დღეში ორი „პროვოკაციის და რევოლუციის“ ბრალდება ოპოზიციის წინააღმდეგ

15-04-2022

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება, უკრაინაში ოპოზიციის მიერ შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე - ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.


"გუშინ და გუშინწინ, „ღალატის პარტიამ“ „შემოაგდო“, რომ ბაკურიანში ოპოზიცია შეიკრიბა და შესაძლო რევოლუციას გეგმავსო. ბოლო პერიოდში, შესაძლო რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდების სულ ცოტა, რამდენიმე ათეული შემთხვევა მახსენდება, ოპოზიციის მიმართ. ეს ბრალდება განსაკუთრებულია თავისი სიხშირით - ორ დღეში ორი საქმე პროვოკაციისა და რევოლუციის შესახებ. ყველა მსგავსი გამოძიება ან ბრალდება ღალატის პარტიის ფეიკი აღმოჩნდა“.


რა შეგვიძლია დავასკვნათ:
1. „ღალატის პარტიამ“ ზუსტად იცის, რომ კარგავს ძალაუფლებას, მას ეს აშინებს და ეს შიში ვლინდება პარანოიდალურ განცხადებებში. ისინი სწორედპარანოიდალურ მდგომარეობაში გადადიან.
2. ეს შიში უსაფუძვლო არ არის - მათ მოუწევთ პასუხის გაცემა მრავალ პოლიტიკურ და სამართლებრივ დანაშაულზე" - აცხადებს ოქრიაშვილი.