სამშაბათი, აპრილი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
თორნიკე რიჟვაძე ფონდი ,,იალქანის" ბენეფიციარების სააღმზრდელო პროცესს გაეცნო

15-04-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღის ცენტრ ,,იალქანის" ბენეფიციარების სააღმზრდელო პროცესს და ბავშვების საჭიროებებს გაეცნო.


დღის ცენტრი სხვადასხვა საჭიროების მქონე 50-მდე ბავშვს ემსახურება. ფონდ ,,იალქანს" აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ფართი გადაეცა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების დღის ცენტრი მოეწყო.


დღის ცენტრის ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართული კულტურულ, სპორტულ აქტივობაში. ცენტრში შეისწავლიან თიხაზე მუშაობას, უცხო ენებს.


ფონდი გაფართოვდა, დაემატა მობილური და მულტიდისციპლინური ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ბავშვებთან. ,,იალქანი" მაისიდან 24 საათიან მომსახურებას გაუწევს სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარებს.