21-05-2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში თელავის #7 საბავშვო ბაღში „გარდამავალი
ჯგუფის“ გახსნას დაესწრო. საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელშეწყობით 2018 წლის 1 აპრილს თელავის #7 საჯარო ბაღშიშეიქმნა „გარდამავალი ჯგუფი“. ჯგუფის მთავარ მიზანს აუტიზმის სპექტრის მქონე და სხვა სახის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ასაკის შესაბამის ჯგუფებში უმტკივნეულოდ გადასვლა წარმოადგენს.
გარდამავალ ჯგუფს 4 ადრეული განვითარების სპეციალისტი ხელმძღვანელობს. იგი აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და რესურსით, რაც ნებისმიერი განვითარების მქონებავშვისთვის ხელმისაწვდომსა და სასურველს ხდის გარემოს. სპეციალისტები თითოეულ ბავშვთან მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობენ.
„ეს ის პროექტებია, რომელიც პირდაპირ მიდის ბავშვებთან, რადგან სამაგალითო ფორმატს ქმნის. შესაძლებელია ამის გავრცელება მოხდეს სხვა მუნიციპალიტეტებში და სხვა საბავშვო ბაღებში, ’’–აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
„გარდამავალი ჯგუფის“ სპეციალისტები ბაღის სხვა აღმზრდელებთან თანამშრომლობენ, წინასწარ ათანხმებენ სტრატეგიებს ბავშვების ამა თუ იმ ჯგუფში გადაყვანის შესახებ. „გარდამავალ ჯგუფში“ 7 წლამდე აუტიზმის ან სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის დარეგისტრირება შეუძლია მშობელს სასწავლო წლის ნებისმიერ დროს.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, საქართველოს საჯარო ბაღებში უკვე დიდი ხანია ინერგება ინკლუზიური მიდგომა, ბევრი აღმზრდელი მოტივირებულია, ნებისმიერიგანვითარების მქონე ბავშვი ჩართოს სააღმზრდელო პროცესებში.