გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თბილისის აეროპორტსა და ნინოწმინდაში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები გამოვლინდა

15-04-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი" და ,,ნინოწმინდა", კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის როგორც ფიზიკურად, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 27130.41 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები გამოვლინდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


სამართალდარღვევის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეების მიმართ სანქციის სახით, საერთო ჯამში, 11 464,09 ლარის ჯარიმა დაფიქსირდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს 11 464,09 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები საქართველოს საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ.