15-04-2022
დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გარემოსდაცვით ღონისძიებებს დღეს მასშტაბური დასუფთავებისაქციით შეუერთდა ახალციხის მუნიციპალიტეტი.
დასუფთავების აქციაში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და მუნიციპალიტეტსდაქვემდებარებულია(აიპ)-ებისთანამშრომლები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და მერის მოადგილემ ვაჟა გაჩეჩილაძემ.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა თამარაშვილის ქუჩა, ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოსთან მისასვლელი გზა, ახალქალაქის გზატკეცილის, საბარგო სადგურის, სოფლების კლდის, წნისის, გიორგიწმინდისა და მუგარეთისმიმართულებით არსებული გზისპირები, ახალციხის ციხისა და რაბათის დასახლების, ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიები. მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს ცენტრალური საავტომობილო გზის პირები.
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვა და დასუფთავების ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და პერიოდულად ეწყობა დასუფთავების აქციები.