გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

«The Hindu» (ინდოეთი): შენიშვნები ბათუმზე-რას წერს ინდური პრესა ბათუმის შესახებ

21-05-2018

ინდური გამოცემის, «The Hindu»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქ ბათუმს, მის ტურისტულ პოტენციალს, რომელიც ინდოელი ჟურნალისტის - პრატაპ ნაირის თვალით არის დანახული.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


„შავი ზღვის ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე ნაკლები სანაპირო ზოლი აქვს, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სანაპიროზე მდებარე ქალაქი ბათუმი ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვანი იდენტურობით გამოირჩევა. ეს საპორტო-საკურორტო ქალაქი პოსტსაბჭოთა საქართველოს ეკონომიკისათვის ტურიზმის მნიშვნელობის დასტურად უნდა ჩავთვალოთ. ბათუმში სათამაშო-გასართობი ინდუსტრია ყვავის: აქ ყოველ ნაბიჯზე ნახავთ სამორინეებს, რომლებიც ფულიან ადამიანებს იზიდავენ თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან, სადაც აზარტული თამაშები აკრძალულია“, - წერს სტატიის ავტორი.


„რასაკვირველია, ბათუმის განვითარებას სხვა მიზეზებიც განაპირობებს - ქალაქი სატრანზიტო პუნქტს წარმოადგენს თურქეთში და ევროპაში გასასვლელად, მაგრამ უდავოა, რომ ბათუმში ეკონომიკური ბუმი ძირითადად სწორედ ტურიზმის პროდუქტია“, - აღნიშნავს პრატაპ ნაირი და იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ინდოელი ტურისტების ჯგუფი ბათუმში აღმოჩნდა: „როცა ჩვენ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე რამდენიმე დღით დასვენება გადავწყვიტეთ, ქვეყნის ყველაზე დასავლეთით მდებარე კურორტი ბათუმი რამდენიმე მიზეზის გამო ავირჩიეთ: ჯერ ერთი, რომ საშუალება გვქონდა თბილისიდან ქვეყანა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაგვესერა, მეორე - ტურისტები ამ ქალაქს საქართველოს ყველაზე მომხიბლავ შავიზღვისპირა ადგილს უწოდებენ“.


ავტორის აზრით, ბათუმი მაინცდამაინც დიდად მომხიბლავი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ მძინარე და მოუწყობელი საპორტო ქალაქი ბოლო დროს თანდათან თანამედროვედ გარდაიქმნება. ბათუმში ბევრია ახალი შენობა, მაგრამ მაინც საბჭოური ეპოქის ნაგებობები ჭარბობს, თანაც იმ თანმედროვე სამი სასტუმროდან ზღვის ნაპირზე ერთ-ერთის დიზაინი საკმაოდ საეჭვოა, ესთეტიკური თვალსაზრისით. ბათუმში არსებული ე.წ. „ანბანის კოშკი“ ცაში აღმართულ მინა-ბეტონის ნემსს ჰგავს, რომელსაც ქართველები პარიზის ეიფელის კოშკს ამსგავსებენ. ავტორი შენიშვნებს გამოთქვამს ბათუმის სანაპირო ბულვარისა და პლაჟების მიმართაც. ინდოელი ჟურნალისტის სიმპათიას იწვევს ჟანგავი ფოლადისაგან შექმნილი ქალ-ვაჟის მბრუნავი სკულპტურა, რომელიც ტრაგიკული სიყვარულზე მიანიშნებს. „აჭარაში სამშენებლო ბუმს საქართველოს ექს-პრეზიდენტს, ამჟამად ქვეყნიდან გაძევებულ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებენ“, - აღნიშნულია სტატიაში.


ავტორი აღწერს ბათუმის ღირსშესანიშნაობებს - ბოტანიკურ ბაღს, სამორინეებს, კაფე-ბარებს, აჭარული სამზარეულოს კერძებს, მათ შორის ცნობილ აჭარულ ხაჭაპურს (თუმცა ამ შემთხვევაშიც გარკვეულ შენიშვნებს გამოთქვამს).


„ბათუმი შეიძლება მომხიბვლელ ქალაქად გეჩვენოთ, თუ მხოლოდ მის ზღვისპირა ნაწილს ნახავთ. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივი სიმართლე იქნება. ქალაქის სიღრმეში არის მოუწყობელი ქუჩები, ხრუშოვის ეპოქის შენობები... ბათუმში ზაფხული მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება, შემდეგ კი ქალაქი თითქოს საბანში გაეხვევა შავი ზღვის ცივი ქარისაგან დასაცავად“, - ნათქვამია სტატიაში.

nsp.ge