გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად ვუწევ კოორდინაციას, რათა დროულად და ეფექტიანად შეივსოს ევროკავშირის კითხვარი და გადაეცეს ევროკომისიას, ეს მოხდება მაისში

16-04-2022

მთელი მთავრობა, ყველა უწყება, პარლამენტი, ყველა სახელმწიფო შტო არის ჩართული და მე პირადად ვუწევ კოორდინაციას, რათა დროულად და ეფექტიანად შეივსოს ევროკავშირის კითხვარი და გადაეცეს ევროკომისიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მოხდება მაისში.


„გუშინ მქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა. მე ვხელმძღვანელობ იმ კომისიას, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციის საკითხებს. გუშინ უკვე განვიხილეთ ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებული ყველა საკითხი, ეს კითხვარი მივიღეთ 11 აპრილს, ის გადაეცა საგარეო საქმეთა მინისტრს. ყველა უწყება მობილიზებულია, რომ მაქსიმალურად დროულად შეივსოს ეს კითხვარი და დროულად მივაწოდოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს. მოლოდინი არის პოზიტიური, აქ არავითარი პრობლემური საკითხი არ არსებობს. არის კითხვები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მოწყობას, განვითარებას, იმ რეფორმებსა და პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ასევე რომელიც გვაქვს დასახული. რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა, ყველა უწყება, პარლამენტი, ყველა სახელმწიფო შტო არის ჩართული ამ პროცესში და მე პირადად ვუწევ კოორდინაციას, რათა დროულად და ეფექტიანად შეივსოს კითხვარი და გადაეცეს ევროკომისიას. ეს მოხდება მაისში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.