გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოჯახური ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და იმერეთშია

21-05-2018

2013-2018 წლებში ოჯახში მომხდარი დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთშია დაფიქსირებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)მონაცემებით, ამ წლებში ოჯახში მომხდარი დანაშაულებიდან 6 464 ძალადობაა, 172 ჯანმრთელობის დაზიანება და 89 მკვლელობა.

თბილისში ოჯახში ჩადენილი დანაშაულის 1779 შემთხვევაა დაფიქსირებული, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - 1106, კახეთში კი 784. ოჯახური ძალადობის ყველაზე ნაკლები - 187 შემთხვევა გურიაში იყო.

ოჯახში მომხდარი დანაშაულის შემთხვევათა რაოდენობა 2015 წლიდან ყოველწლიურად 50%-ით იზრდებოდა. 2013 წელს 459 შემთხვევაა დაფიქსირებული, 2014 წელს - 591, 2015 წელს -  901, 2016 წელს - 1416, 2017 წელს - 2192, 2018 წლის პირველ სამ თვეში კი 1163 შემთხვევა.

IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2016 წელს წინა წელთან შედარებით მკვეთრად იკლო შემთხვევების გახსნის მაჩვენებელმა და 70%-ზე ნაკლები შეადგინა. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 70%-ზე მეტი და 80%-ზე ნაკლები იყო.

პოლიციას ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი 2015 და 2017 წლებში აქვს გამოცემული. 2015 წელს სასამართლომ 2598 შემაკავებელი ორდერი დაამტკიცა, 2017 წელს კი - 4370. 2018 წლის პირველ კვარტალში სასამართლოს უკვე 1513 შემაკავებელი ორდერი ჰქონდა დამტკიცებული.

ოჯახში ძალადობის ფაქტების უმეტესობა მამაკაცების მიერ არის ჩადენილი. მაგალითისთვის, 2017 წელს ოჯახური დანაშაული 3492-მა მამაკაცმა ჩაიდინა და 393-მა ქალმა. ოჯახში ჩადენილი დანაშაულებების მსხვერპლები ძირითადად ქალები არიან. 2017 წელს, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლი გახდა 3599 ქალი და 497 კაცი.

reginfo.ge