გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უკრაინელი მოქალაქეები ქართულ ენას სწავლობენ

17-04-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომელთაც ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს, სპეციალურად მათზე მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობს.


ქართული ენის შემსწავლელ უკრაინელთა პირველი ჯგუფი ბათუმში შეიკრიბა და მეცადინეობასაც შეუდგა. ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლამ მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის სპეციალური პროგრამა - ქართული ენის მოკლე კურსი შეიმუშავა. აღნიშნული პროგრამა საქართველოში მყოფ უკრაინელებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში შეისწავლონ ქართული ენა, რაც მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციასა და ადგილობრივებთან ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება. ქართული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით, სკოლა მზადაა, მეცადინეობები ჰიბრიდულ ან სრულად დისტანციურ რეჟიმში განახორციელოს.


პროგრამის პრეზენტაციასა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ჩატარებულ ქართული ენის პირველ გაკვეთილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.


მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა პატივისცემა და თანადგომა უკრაინელი ერის მიმართ და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იზრუნებს საქართველოში მყოფ უკრაინის თითოეულ მოქალაქეზე.


ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული სხვა პირებისთვის, სახელმწიფო ენის სწავლებისა და მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, 2014 წლიდან სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.


ამ ეტაპზე ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ბენეფიციარებზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენებით, 27 სხვადასხვა პროგრამა და მოკლევადიანი კურსი ხორციელდება როგორც დასწრებითი ისე, დისტანციური მეთოდით. დღემდე აღნიშნული პროგრამებით ეროვნული უმცირესობის 23 000-ზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის 6 857-მა პედაგოგმა, ისარგებლა.