გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

21-05-2018

რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მე-10 ბაგა-ბაღის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში პაატა მხეიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და რუსთავში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. 

,,ახალ ბაღში 230 აღსაზრდელი იქნება, ვულოცავ ბავშვებს, მშობლებს და რა თქმა უნდა, რუსთავს. ახალი საბავშვო ბაღი დიდი ხანია რუსთავში არ აშენებულა. 2017 წელს დაიწყო ამ ბაღის მშენებლობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა ეს პროექტი და მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ბაღების მშენებლობა, ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით,მე-10 საბავშვო ბაღის შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. ძველი ბაღის შენობის დემონტაჟის შემდეგ, იმავე ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ექვს სააღმზრდელო ჯგუფსა და 230 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა. 

„პროექტის ფარგლებში მოხდა ბაღის შენობის ფასადის საიზოლაციო მასალით დათბუნება, დამონტაჟდა სავენტილაციო, ცენტრალური გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა სველი წერტილები, შემოიღობა და კეთილმოეწყო ბაღის ეზო“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, რუსთავის მე-10 ბაღი სამაგალითოა და სწორედ ასეთი უნდა იყოს ყველა ბაღი საქართველოში.

„მართლაც ბრწყინვალე ბაღია, კომფორტული სიტუაციაა ყველა ბავშვისთვის შექმნილი. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ხარისხზე ზრუნვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტია და ხარისხზე ზრუნვა სწორედ ბაღებით უნდა დაიწყოს. ამ მხრივ ჩვენ მუშაობას გავაძლიერებთ, აქ საუბარი მაქვს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების სატენდერო ღირებულებამ 1 078 222 ლარი შეადგინა, აქედან მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 13, 76 % იყო.

"ინტერპრესნიუსი"