გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია გაბრიჭიძე: წარმოვიდგინე ციხესიმაგრეში ჩაკეტილი დემოკრატია, რომელსაც რაინდის აბჯარში ჩამჯდარი ვინმე გიორგი მშვენიერაძე თავის რაზმთან ერთად იცავს და თვალებს რისხვით აბრიალებს

18-04-2022

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სამოქალაქო მოძრაობის „დემოკრატიის მცველები“ მიერ ბაკურიანში შეკრების შესახებ გავრცელებულ განმარტებას ეხმიანება.

 

"დემოკრატიის მცველები" სამოქალაქო მოძრაობაა, რომლის მიზანია საქართველოში დემოკრატიის დაცვა, ავტორიტარიზმის შეკავება და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

უცებ წარმოვიდგინე ციხესიმაგრეში ჩაკეტილი დემოკრატია, რომელსაც რაინდის აბჯარში ჩამჯდარი ვინმე გიორგი მშვენიერაძე თავის რაზმთან ერთად იცავს და თვალებს რისხვით აბრიალებს. დემოკრატია კი გვინევერის მსგავსად უკვე გაუპატიურებულია ნაცების და არასამთავრობო სექტორის მიერ. ახლა კი მათ ყოფილი რაინდის მალიგანის მსგავსად ვინმე პიტერ აკერმანი დაემატა.

 

შემეძლო ბაკურიანში შეკრებილი რევკომის ბოდვა ავტორიტარიზმის შესახებ ქარის წისქვილებთან ბრძოლისთვის შემედარებინა, მაგრამ დონ კიხოტს არ ვაკადრებ (თან არც ეცოდინებათ ვინ იყო). ამიტომ ისევ მშვენიერაძის თვალების ბრიალი ვარჩიე“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.