გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში თემაზე - „შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“, სემინარი გაიმართა

18-04-2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო ,,რედისონში’’ III საერთაშორისო სემინარი თემაზე: „შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“ გაიმართა.

 

სემინარში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები; სამეცნიერო ღონისძების თემატიკა მოიცავს არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ისტორიის სხვადასხვა დარგობრივ მიმართულებას.

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მსგავს სემინარს ყოველწლიურად ატარებს, რომლის მეშვეობითაც ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი შავი ზღვის აუზის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სპეციალისტთა შორის კომუნიკაციის გაზრდა და პერსპექტივაში ახალი სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ურთიერთობების ორგანიზება. წარმოდგენილია ეთნო-კუთხე - აჭარული ნაქარგობების შესახებ.

 

ქარგვის ტრადიციულ კულტურას 2020 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გაიმართა წიგნის „ფერადი ლითონების მეტალურგიასთან დაკავშირებული ახლადაღმოჩენილი კულტურა“ პრეზენტაცია (ავტორი: არქეოლოგი ამირან კახიძე), რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით გამოიცა.