გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღსადგენად გზის წმენდა გრძელდება

22-05-2018

       ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზის დიდი ნაწილი გაწმენდილია. რაც შეეხება გზის 56-ე კილომეტრს, ჩამოსული მეწყრული მასისაგან  საავტომობილო გზის გასაწმენდად შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება.

      თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ზამთრის პერიოდში,  კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი  დაფარა და  მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. კლდოვანი მასის ჩამოსვლა რამდენჯერმე განმეორდა, რამაც არსებული ვითარება კიდევ უფრო გაართულა.

     საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამსახურები, გზის აღდგენითი სამუშაოს დაწყების მიზნით, მუდმივად ატარებენ სტიქიის ზონის მონიტორინგს. პარალელურ რეჟიმში, გზის აღსადგენად ოპტიმალური ვარიანტის შერჩევისთვის, საპროექტო სამუშაო მიმდინარეობს.