გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ყალბი დოკუმენტის დამზადება - გამოყენების და ჯგუფურად დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

19-04-2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ჯგუფურად დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კომპანიის საკუთრებაში რიცხული, კახეთის რეგიონში მდებარე, ჯამში 850 000 ლარზე მეტი ღირებულების სამი ერთეული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, გააყალბეს თითქოსდა ინდოეთის დედაქალაქ დელიში გაცემული მინდობილობები და საქართველოში შედგენილი კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც გაასხვისეს ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, ხოლო დარჩენილი ორი მიწის ნაკვეთის გასხვისება სცადეს სხვა პირზე.


მიწის ნაკვეთები დღეის მდგომარეობით დაყადაღებულია.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 (19), 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.