გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„ზედმეტი გადასხმის გამო, თირკმელი გაუჩერდა... უვიცი ექიმების გამო აღარ გვყავს ანგელოზივით ბავშვი“

22-05-2018

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. 

ექიმების თქმით, როგორც მშობლებმა განუცხადეს, ბავშვს თუთა ჰქონდა ნაჭამი. 

მათივე ცნობით, 4 წლის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ის დილით გარდაიცვალა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება,სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით დაიწყო, რაც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბავშვს ზედმეტი გადასხმის გამო, თირკმელები გაეთიშა, რასაც ეს ტრაგედია მოჰყვა.

ნინო სურმანიძე წერს: „ჩემი დეიდაშვილია ეს ბავშვი, სრულიად ჯანმრთელი იყო, წუხელ სიცხე მისცა, ინფექციურში გადასხმები გაუკეთდა ბლომად და თირკმელი გაუჩერდა... უვიცი ექიმების გამო აღარ გვყავს ანგელოზივით ბავშვი...“

alia.ge