გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

წინანდალში გამოფენა „უძველესი ანბანის ქვეყანა" გაიხსნა

19-04-2022

წინანდალში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და „წინანდლის მამულების'' ერთობლივი გამოფენა
„უძველესი ანბანის ქვეყანა" გაიხსნა.


გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატებს შორის გამორჩეულია ლაილაშის ბიბლია. ეს უნიკალური ექსპონატი კულტურული მემკვიდრეობის ფასდაუდებელი განძია.

X-XI საუკუნეებით დათარიღებულ ამ ხელნაწერს მკვლევრები შეუფასებელ საგანძურს უწოდებენ, რომლის მსგავსი მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ერთეულია. წინანდლის სამუზეუმო სივრცეში ბიბლიის დიგიტალური ვერსია და მულაჟი გამოიფინა.


ასევე, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცული რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ხელნაწერის ასლი და ფაქსიმილური გამოცემები.


გამოფენა 16 ივნისამდე გაგრძელდება.