გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქათმის ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა

22-05-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ქათმის ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს შეხვდნენ. 
შეხვედრაზე ფრინველის ხორცში ტექნოლოგიური პროცესის შედეგად არსებული წყლის რაოდენობის შემცველობის დადგენის საკითხი განიხილეს; იმსჯელეს ფრინველის ხორცის გაგრილების მეთოდებზე, რომელიც წყლის შემცველობის სხვადასხვა სტანდარტს ადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ყურადღება აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რეგულაცია ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს. 
მხარები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები, აღნიშნული საკითხები დეტალურად იქნება შესწავლილი და შემუშავდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს. 
შეხვედრას ქათმის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიის ორმოცამდე წარმომადგენელი ესწრებოდა.