20-04-2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ნათია სონღულაშვილი შეხვედრის მონაწილეებს სამსახურის სტრუქტურაზე, ძირითად ფუნქციებზე, მიმდინარე აქტუალურ თემებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
საუბარი შეეხო დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის მნიშვნელობას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ სტუდენტებთან დეტალურად მიმოიხილა სამსახურის ქვემდებარე ახალი დანაშაულები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.
გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურის ფუნქციები და დატვირთვა რადიკალურად იზრდება, სამსახურის მიზნების ეფექტურად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანური რესურსების დამატება და მათი განვითარება. ნათია სონღულაშვილმა სტუდენტებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე კონკურსისა და სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე დასაქმების პროცედურები გააცნო.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი მიმდინარეობს. ახალი და პროფესიონალი კადრების შერჩევის მიზნით, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ახალი კადრების მიღება მხოლოდ კონკურსის წესით არის შესაძლებელი, როგორც გამომძიებლის ვაკანტურ პოზიციებზე, ასევე სტაჟირების წესთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ დეტალურად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართლის სკოლის სტუდენტებს“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნათია სონღულაშვილმა.