გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა - „აფხაზეთი - ენობრივი პოლიტიკა ოკუპირებულ რეალობაში" გაიხსნა

20-04-2022

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა „აფხაზეთი - ენობრივი პოლიტიკა ოკუპირებულ რეალობაში".


ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ისეთი მნიშვნელოვანი ხელნაწერებისა და საარქივო მასალის ორიგინალები, როგორებიცაა: ვახუშტი ბაგრატიონი - საქართველოს ატლასი; ჯორჯ გორდონ ნოელ ბაირონის ლექსების თარგმანი, ილორი, 1838 წ. აფხაზური „დედა ენა" (1938 წ.), სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შედგენილი „დედა ენა ოსმალოს საქართველოს ბავშვებისათვის", შუა საუკუნეების ხელნაწერები და ისტორიული საბუთები და სხვ.


გარდა გამოფენისა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში გაიმართა ინტერაქტიული შეხვედრა „დედა ენის" ბეჭდვის საიდუმლო. ღონისძიებაზე დამსწრე ბავშვებმა თავისი ხელით „დაბეჭდეს" „დედაენის" რამდენიმე გვერდი.


გამოფენა 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.